weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე საპიკნიკე და ღამის გასათევი ადგილები მოეწყობა

12:22 კვირა, 18 ივნისი 2017

სიღნაღის რაიონის სოფლებში, ნუკრიანსა და ზემო ბოდბეში რეკრეაციული ადგილების მოწყობა იგეგმება. სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანის“ ინიციატივით, ნუკრიანში, ე.წ. გურგალ სერზე საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ტერიტორიების, ნაგვის ურნებისა და ღამის გასათევი ადგილები მოეწყობა. ასევე დაგეგმილია აგრობაზრისთვის დახლებისა და ხელნაკეთი სუვენირების ჯიხურის დამონტაჟება.

როგორც „რეგინფოს“ სათემო კავშირ „ნუკრიანის“ დირექტორმა მაია ბიძინაშვილმა უთხრა, პროექტის ფარგლებში ბოდბის მონასტრიდან ზემო ბოდბის არქეოპოლისამდე ტურისტულ ნიშნულებსა და ბანერებს დადგამენ. მისივე თქმით, რეკრეაციული ზონის მოწყობის შემდეგ, ტერიტორიაზე ზედამხედველობას სიღნაღის მუნიციპალიტეტი განახორცილებს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ სიღნაღში ძალიან ბევრი ტურისტი მოდის, რომლებიც ცენტრალურ გზასთან მდებარე ე.წ. გურგალ სერს გამოივლიან. ეს ძალიან ლამაზი ნაძვნარია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურიზმის განვითარებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ აქვე ტურისტები ღამის გათევასაც შეძლებენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ დატვირთვას მიიღებს ბოდბის მონასტრიდან ზემო ბოდბის არქეოპოლისამდე მიმავალი ბილიკი, რომელიც ჩვენს მიერ მოინიშნება. გადმოცემის თანახმად, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო ფეხით მივიდა“, - უთხრა „რეგინფოს“ მაია ბიძინაშვილმა.

პროექტს სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის - „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო მეწარმეების შესაძლებლობის გაზრდა“ ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა“ და  სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 32 849 ლარია.

ნუკრიანსა და ზემო ბოდბეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ივლისის ბოლოს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]