weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა

12:24 კვირა, 18 ივნისი 2017

პარლამენტმა კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ევროკავშირისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად კანონს დაემატა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „ქვევრის ღვინო“, „ქარვისფერი ღვინო“, „აისვაინი“, „ვაზის გენეტიკური რესურსები“ და სხვა.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შინაარსობრივად დაიხვეწა (ტექნიკურად დამუშავდა) ის განმარტებები, რომლებიც კანონის ცალკეული დებულებების ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდნენ. კანონიდან ამოღებულ იქნა ტერმინი „ვაზის ჯიშების სტანდარტული ასორტიმენტი“ და შემოვიდა „სამრეწველოდ ნებადართული ჯიშების ჩამონათვალი“. ზონებისა და ქვეზონების მიხედვით დადგინდება „რეკომენდირებული ვაზის ჯიშების“ ჩამონათვალი. ასევე დადგინდა ვენახის კატეგორიები, ახლებურად განისაზღვრა სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების წესი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მოქმედ კანონში განხორციელებული ცვლილებები მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს.

„მევენახეობა-მეღვინეობა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის დღეს უკვე ერთმნიშვნელოვნადაა აღიარებული და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებისა და რეალიზაციისათვის. აუცილებელი გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება და ამის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს, ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას. ასევე, გამოიწვევს უცხოური ბაზრების დაინტერესებას და ჩვენს ქვეყანას მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლის რეპუტაციას შეუქმნის“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი 1998 წელს არის მიღებული და მასში მნიშვნელოვანი ცვლილება 2002 წლის შემდეგ არ შესულა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 41 ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტირებულია 25 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 64%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო, რაც ასევე 58%-ით მეტია ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. ექსპორტის განსაკუთრებული მატება შეინიშნება ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში, ლატვიაში, აშშ-სა და გერმანიაში, ხოლო საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]