weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საქართველოში საქმიანობის უფლება მხოლოდ სერთიფიცირებულ გიდებს ექნებათ

20:28 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018
ფოტო: კახა მჭედლიძე, RFE/RL ფოტო: კახა მჭედლიძე, RFE/RL

საქართველოში საქმიანობის უფლება მხოლოდ სერთიფიცირებულ გიდებს ექნებათ. „ბიზნეს მედიის“ ინფორმაციით, ახალი რეგულაციები 2019 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციებს ტურიზმის კერძო სექტორთან მართავენ.

„გაჩნდა რამოდენიმე გამოწვევა, მათ შორის გიდების მიმართულებით: ერთი მხრივ, რომ უცხოელი გიდები სამუშაოს არ ართმევდნენ ქართველ გიდებს და ამავდროულად ის პრობლემა, რომ უცხოელი გიდების შემთხვევაში ცოტა ძნელი გასაკონტროლებელია, რა ინფორმაციას გადასცემენ იმ ტურისტულ ჯგუფებს რომელსაც ემსახურებიან.

კერძო სექტორისგან და მათ შორის, გიდების სხვადასხვა ასოციაციისგან გვაქვს კონკრეტული დაკვეთა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულების დარეგულირების საკითხში. ჩვენი ამოცანაა, რომ ის ნაბიჯები რომელსაც სახელმწიფო გადადგამს, კოორდინირებული იყოს ტურიზმის კერძო სექტორთან“, – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ ტურისტული კომპანიების ლიცენზირება ან გიდების სერთიფიცირება ზედმეტი ბიუროკრატიაა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

„ეს არის კორუფციის წყარო და მესამე - ამის გაკონტროლება მანიც ვერ მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ადამიანმა ტურისტის გამყოლი დაირქვას და მაინც გიდის ფუნქცია შეასრულოს“, – ამბობს მაია სიდამინიძე BM.ge-სთან.

 2017 წელს Manifest.ge–ზე ელექტრონული პეტიცია გამოქვეყნდა, რომლითაც ხელმომწერები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მიმართავდნენ და უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურების ჩატარების აკრძალვას ითხოვდნენ.

გიდის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]