weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას გეგმავს – ტავ ჯორჯია

14:40 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018

2019 წლის აპრილიდან საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას გეგმავს. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასთან ბოლო ეტაპზეა.

„ვიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია“, – განაცხადეს „ტავ ჯორჯიაში“.

დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

„ტავ ჯორჯია“ TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. საქართველოში „ტავ ჯორჯიამ“ საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და მოქმედი ხელშეკრულებით 2027 წლამდე გაგრძელდება. „ტავ ჯორჯია“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]