weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მე თვითონ ევროები მქონდა ანგარიშზე, გადავახურდავე და ლარში მაქვს – ეკონომიკის მინისტრი

12:30 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

არჩევნების შემდეგ ნახეთ, რა იქნება, შეიძლება ლარი 2.7-ზე ქვემოთ ჩამოვარდეს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის ეთერში. მისივე თქმით, ლარს არაფერი სჭირს.

„ლარს რომ რაიმე სჭირდეს, ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იზრდებოდეს და ამასთან ერთად, სავაჭრო დეფიციტი ძალიან სწრაფად უნდა გვეზრდებოდეს, ან ამას რაღაც ეკონომიკური საფუძველი უნდა ჰქონდეს. ჩვენი ღრმა ანალიზის შედეგად, ეკონომიკურ საფუძველს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ლარის ერთი და ორი თეთრით გადახრაზე რეაქცია არ ჰქონდეს.

„დააკვირდით, ახლა რა მოხდა. ლარი უკვე გაძლიერდა და ნახეთ, ერთ კვირაში რა მოხდება. აბა, არჩევნების მერე ნახეთ, რა იქნება. არჩევნების მერე ლარი შეიძლება 2.7-ზე დაბლა ჩამოვარდეს.

მე თვითონ ევროები მქონდა ანგარიშზე, გადავახურდავე და ლარში მაქვს. ეს კომერციული საქციელია, რადგან მე ლარის მჯერა. მჯერა რომ გაძლიერდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, თუ ამომრჩეველი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს და მას საშუალებას მისცემს, დაგეგმილი პროგრამა შეასრულოს, ეკონომიკის ზრდა იქნება არა 4,9-5%, რასაც დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, არამედ მთავრობას შეუძლია, ეს მაჩვენებელი წელიწადში 7–7.5%-მდე ასწიოს.

„მაშინ, ლარზე იქნება ძალიან დიდი ზეწოლა, რომ გაძლიერდეს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]