weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთში ინტერნეტის მონტაჟი დაიწყეს

18:21 კვირა, 18 ივნისი 2017

„საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ“ თუშეთში ინტერნეტიზაციის სამუშაოები დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ თუშეთის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სულაკაურმა უთხრა, ამ ეტაპზე აბანოს უღელტეხილზე მთავარი სატელიტური მიმღებების მონტაჟი მიმდინარეობს, საიდანაც ინტერნეტის სიგნალი თუშეთის ოცამდე სოფელს 2017 წლის ივლისიდან მიეწოდება.

ლევან სულაკაურის თქმით, თუშეთის მცხოვრებლები ინტერნეტს სატელიტური თეფშების საშუალებით მიიღებენ, რომლებიც თითოეულ აბონენტს ინდივიდუალურად დაუმონტაჟდება. ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი 25-30 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

„დასახლებული თუშეთის 95%-მდე მოცული იქნება ინტერნეტით. ეს იქნება საჰაერო ინტერნეტი, რომელიც თეფშიდან-თეფშზე გადასცემს სიგნალს და მისი მიღება ოჯახებშიც სატელიტური თეფშების საშუალებით მოხდება. ეს არ არის კომერციული პროექტი. ინტერნეტის ფასი მის თვითღირებულებას არ აღემატება და სიმძლავრის მიხედვით განისაზღვრება. ამ ეტაპზე აბანოს უღელტეხილზე სხვადასხვა სიმძლავრის სატელიტური მიმღებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომლებიც თუშეთის სხვადასხვა ხეობებისკენ არის მიმართული“, - უთხრა „რეგინფოს“ ლევან სულაკაურმა.

თუშეთის სოფლების ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ“, ასოციაციის წევრმა შპს „ფრინეტმა“, ააიპ „ინტერნეტის განვითარების ინციაიტივამ“ და ინტერნეტ საზოგადეობის (ISOC) საქართველოს წარმომადგენლობამ, მემორანდუმი 2016 წლის სექტემბერში გააფორმეს.

პროექტი ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ დროისთვის ინტერნეტ ქსელით საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე მეტია დაფარული.

თუშეთში 50-მდე სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მუდმივად მხოლოდ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. თუშეთში სეზონურად 20–ზე მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]