როგორც დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2018“ განაცხადა, საუბარია პროდუქტიული ჯიშების შემოსაყვანად ფერმერების თანადაფინანსებასა და მათთვის ცოდნის მიწოდებაზე.
„თანადაფინანსება შეიძლება იყოს 40-50-60-70 პროცენტი და ზოგ შემთხვევაში, გარკვეული მიმართულებებით, 100 პროცენტიც კი. ეს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტის დაზუსტება მიმდინარეობს.