weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

2019 წელს მესაქონლეობის მოდერნიზაციის პროგრამები დაიწყება – დავითაშვილი

11:16 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად, მესაქონლეობის მასობრივი, საყოველთაო მოდერნიზაციის პროგრამები დაიწყება.

როგორც დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2018“ განაცხადა, საუბარია პროდუქტიული ჯიშების შემოსაყვანად ფერმერების თანადაფინანსებასა და მათთვის ცოდნის მიწოდებაზე.

„თანადაფინანსება შეიძლება იყოს 40-50-60-70 პროცენტი და ზოგ შემთხვევაში, გარკვეული მიმართულებებით, 100 პროცენტიც კი. ეს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტის დაზუსტება მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]