weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

წლის ახალგაზრდა ფერმერი ქალი მეღვინე ქეთო ნინიძე გახდა

22:20 კვირა, 18 ნოემბერი 2018
ფოტოზე ქეთო ნინიძე ფოტოზე ქეთო ნინიძე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ფერმერის დღე აღინიშნა, სადაც წარმატებული ფერმერები დააჯილდოვეს. ნომინაციაში „ახალგაზრდა ფერმერი ქალი 2018“ გამარჯვებული მეღვინე ქეთო ნინიძე გახდა.

პროფესიით ფილოლოგმა ქეთო ნინიძემ მეუღლესთან, ზაზა გაგუასთან ერთად, მარტვილში უძველესი მეგრული ვაზის ჯიში - ოჯალეში გააშენა და ღვინის წარმოება დაიწყო. ღვინო ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და რუსეთში გააქვთ. გარდა ამისა, ქეთო ნინიძე მარტვილში საოჯახო მარან „ოდას“ უძღვება.

ნომინაციაში „ახალგაზრდა ფერმერი ქალი 2018“ ასევე წარდგენილები იყვნენ: გვანცა დადალაური, რომელმაც თელავში ოჯახური ბიზნესი სოკოს წარმოებით დაიწყო, მისდევს მეფუტკრეობას და საოჯახო სასტუმროს მართავს; ნინო წინწალაშვილი, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მწყრების ფერმა აქვს.

ფერმერის დღეს სულ 23 წარმატებული ფერმერი და ფერმერული მეურნეობა დაჯილდოვდა. მათ შორის, წლის ახალგაზრდა ფერმერი მამაკაცი ზურა მასურაშვილი გახდა, რომელსაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მერძეული საქონლის ფერმა აქვს. ნომინაციაში „ენდემური ჯიშების აღდგენის მხარდამჭერი ფერმერული მეურნეობა“კი ნოდარ ლატიბაშვილმა გაიმარჯვა. ლატიბაშვილს საგარეჯოში ძველი ქართული ჯიშის ხორბალი -„წითელი დოლი“ მოჰყავს. ნომინაციაში „ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი“ ჯილდო ტრადიციული თუშური გუდის ყველის მწარმოებელი კოოპერატივის „ალაზნისთავი 2015“-ის დამფუძნებელს, გიორგი აბულიძეს გადაეცა. ხოლო წლის ბიო მწარმოებელი ფერმერი წნორელი ნიკოლოზ ბაგალიშვილი გახდა, რომელსაც ლობიო „თირკმელა“ მოჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]