weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ. შავ სიაში მყოფ Vivus-ის მოვალეებს ვალი არ გაუნულდებათ – ფინანსთა მინისტრი

15:19 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ Vivus-ის მომხმარებლებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ. მინისტრის ინფორმაციით, ვალის განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თავად ონლაინ-სესხების კომპანიამ თქვა.

„ეს იყო Vivus-ი, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ბახტაძის თქმით, ეს ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]