„ეს იყო Vivus-ი, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ბახტაძის თქმით, ეს ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.