weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვის შეეხება და როდის დაიწყება ვალის განულება – ფინანსთა მინისტრის განმარტება

16:24 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, არაუგვიანეს 3 დეკემბრისა მზად იქნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება გადაამოწმოს, შეეხება თუ არა ვალის განულება. როგორც მჭავარიანმა თქვა, ამ ეტაპზე სხვადასხვა ბანკთან და საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ერთიანი ბაზა მუშავდება.

„ვებ-გევრდზე პირადი მონაცემები დაცული იქნება. მომხმარებელი უბრალოდ ნახავს წითელ ან მწვანე ნიშნულს – შეეხება თუ არა ვალის ჩამოჭრა, რის შემდეგაც დასაზუსტებლად მიმართავს იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომლისგანაც სესხი აქვს აღებული. თავად ტრანზაქცია, ანუ ჩამოწერა 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განხორციელდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, დღესითვის ე.წ. შავ სიაში 700 ათასი მოქალაქეა, საიდანაც ამ ეტაპზე ვალი 600 ათასს ჩამოეწერება. მინისტრის განმარტებით, ეს ის ადამიანები იქნებიან, რომელთაც ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი სესხი აქვთ, ხოლო სესხის ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება.

„თუ გადახდა დაწყებულია, მიმდინარეობს, გრაფიკია და საფინანსო ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ის ჯანსაღი სესხია, ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, არ შეეხება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცვლილება არ შეეხება არც ონლაინ-სესხების კომპანია Vivus-ის მომხმარებლებს. მაჭავარიანის ცნობით, პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თავად Vivus-მა თქვა.

ვალის მოცულობა, რომელიც მოქალაქეებს ჩამოეწერება, ჯამში მილიარდნახევარი ლარია და მას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ თანხაში შედის სესხების ძირი, პროცენტი და ჯარიმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ვალის განულება ერთჯერადი აქტია: „დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად და უპრაგუნოდ დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში, პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]