weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები გვექნება – მამუკა ბახტაძე

09:43 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება საპენსიო სესხებთან დაკავშირებითაც აქტიურად მუშაობს და მოკლე დროში ახალი ინიციატივები ამ მიმართულებითაც ექნება.

პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ ბახტაძემ უპასუხა შეკითხვას, რას გეგმავს ხელისუფლება იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ პენსიონრებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არ ხვდებიან, რადგან პენსიით აღებული სესხის დასაფარი თანხა პენსიიდან ეჭრებათ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე ისეთი რეგულაცია არსებობდეს, რომელიც პენსიონრების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს ხშირად გვაქვს, როცა ფულადი სახსრების თვალსაზრისით, ჩვენი პენსიონრებისთვის თვიდან-თვემდე ჩამორჩენაა. ეს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს ეხება და ეს სერიოზული გამოწვევაა. აქაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, ეს პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]