weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვალების განულებაში ამომრჩევლის მოსყიდვას ვერ ვხედავ – ეკონომიკის მინისტრი

10:55 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების განულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ვერ ხედავს.

„ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას. ჩვენ გვაქვს იმის დასაბუთება, რომ ეს ინიციატივა დიდი ხანი მზადდებოდა. თუ რომელიმე ორგანიზაცია უარს აცხადებს თანამშრომლობაზე ამ პროექტის ფარგლებში, მე არ მგონია და არ მჯერა იმისი, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ, რომ ითანამშრომლოს. ეს არის ნებაყოფლობითი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გუშინ პროკურატურას მოუწოდა, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები გაუნულდება. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„ხელისუფლების მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ... მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცენდენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]