weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

GITA-მ მცირე საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

12:51 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფსაც.

რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტებისთვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 90%-ს და 100 000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10% განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარდგენა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 28 დეკემბერია. თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ გამოცხადდა. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორი მილიონი ლარია.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]