Wizz Air-ის დაბალბიუჯეტიანი რეისი პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქის მიმართულებით კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. აღნიშნულ რეისზე ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია www.wizzair.com-ზე ან WIZZ მობილური აპლიკაციით, 56,99 ლარიდან, უფასო ხელბარგის ჩათვლით, რომლის მაქსიმალური ზომებია 40x30x20სმ.
ქუთაისის გარდა რეისები ემატება ლონდონის, ბარის, კიევის, კატანიას, ლარნაკას, ნიცას, ტურკუს, ბილუნდის, დონკასტერის, ხარკოვისა და ოსლოს მიმართულებით.
ახალი მარშრუტის ჩათვლით, ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air ამჟამად ავიარეისებს გთავაზობთ პოლონეთის 5 ქალაქის მიმართულებით. მათ შორისაა გდანსკი, კატოვიცე, ვარშავა და ვროცლავი. ჯამში ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს ავიარეისებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით.
2018 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოს ქსელში არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიარეისებით ავიაკომპანიამ 485 998 მგზავრი გადაიყვანა.