weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება

14:55 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

საპარტნიორო ფონდისა და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება. ქართული სიმინდის ზეთი „ქარვა“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი აშშ დოლარია. ქარხანა ხობში აშენდა.

„სამეგრელოში გავრცელებული კულტურაა სიმინდი და მისასალმებელია ხობის მუნიციპალიტეტში სიმინდის ზეთის მწარმოებელი ქარხნის დაფუძნება. წელს, სიმინდის ძალიან კარგი მოსავალი იყო და ვფიქრობ, ჩვენი თანამოქალაქეები აქტიურად შეუდგებიან წლების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების გამოყენებასაც. ამის გათვალისწინებით, ქარხანას საჭირო ნედლეულის მარაგი ყოველთვის ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ კიდევ უფრო მეტი გადამამუშავებელი საწარმოს დაარსებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარდა, ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის არის საჭირო“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 ტონა სიმინდის ზეთს გამოუშვებს. ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება.

საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ კი, საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპნია - „კოლხური“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს. გუბერნატორის განცხადებით, საწარმოებში, ჯამში, 120-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]