weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

20:33 კვირა, 25 ნოემბერი 2018
ფოტო: საქართველოს მთავრობა ფოტო: საქართველოს მთავრობა

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზის მილები სოფელ სალიბაურიდან ხიჭაურამდე 65-კილომეტრიან მონაკვეთზე ჩაიდო, რის შედეგადაც ბუნებრივი აირით ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის 11 000 აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი.

გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური მილიდან გაზი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აანთო. როგორც მან განაცხადა, გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მე ძალიან ხშირად მომისმენია, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზემო აჭარის მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და მთავარ პრიორიტეტებში ყოველთვის ჩანდა, რომ სწორედ გაზიფიცირება არის ის, რასაც თქვენ ასე ელოდით და მოითხოვდით ჩვენგან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან საშუალებას მოგვცემს, მთიან აჭარაში მოსახლეობა გაიზარდოს და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ეს ადგილი უფრო საინტერესო გახდეს.

ეს შესანიშნავი ბუნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უნდა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი და რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა სწორედ გაზიფიცირებ გახლავთ.

მეორე ეტაპისთვის გამოყოფილია 30 მილიონი ლარი. როგორც შეგპირდით, 2020 წლისთვის უკვე გოდერძის უღელტეხილამდე მივა ჩვენი მილსადენები და დამატებით 15 000 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას“, – განაცხადა ბახტაძემ ადგილობრივებთან შეხვედრაზე.

გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში გაზსადენის მშენებლობის ღირებულება 25 768 251 ლარია. სამუშაოებს 2017 წლის 17 ოქტომბრიდან შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ აწარმოებდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის პროექტირება, რაც შუახევი-გოდერძის უღელტეხილის 54 კმ მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. მეორე ეტაპის მშენებლობა ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარით ფინანსდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]