weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კრიპტომატის საშუალებით მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი 3000 ლარამდე გაიზარდა

09:55 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

„კრიპტომატი“ (Cryptomat) – კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. გაიზარდა მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3000 ლარამდე თანხა ტრანზაქციის დასრულებისთანავე – ყოველგვარი დაყოვნებისა და ბლოკჩეინის ქსელში დადასტურების გარეშე მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს კრიპტოვალუტების – ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კომპანია ქართულ ბაზარზე 7 თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით (თბილისი, თელავი, ქუთისი, ბათუმი) 8 აპარატს ფლობს.

„კრიპტომატმა“ თელავში ოპერირება 1 თვის წინ დაიწყო და მისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს სუპერმარკეტ ლიმბოში ქეთევან წამებულის 3-ში შეუძლიათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდის პარალელურად მომხმარებელს სხვა სიახლეებსაც შესთავაზებენ.

 

იგივე თემაზე:

კრიპტოვალუტის შესაძენად კრიპტომატში შესატანი თანხის მინიმალური ოდენობა 10 ლარამდე შემცირდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]