weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში ლოკოკინა მოაშენეს

17:20 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, ოქრომელიძეები ლოკოკინის ფერმას ავითარებენ . ეს ამ მიმართულების ერთადერთი ფერმაა საქართველოში.

ოქრომელიძეები ლოკოკინების მოშენებით ორი წლის წინ დაინტერესდნენ. „საკვებად გვიყვარს ძალიან, ვყიდულობდით დიდი რაოდენობით. ამიტომ, მოგვივიდა იდეა რომ ლოკოკინა მოგვეშენებინა“, – ამბობს ლალი ცუხიშვილი.

ოქრომელიძეებმა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული 5000 ლარიანი გრანტით ლოკოკინა 1000 კვადრატულ მეტრზე მოაშენეს, ლოკოკინისთვის ინკუბატორი შეიძინეს და 100 კილომდე მოლუსკი მიიღეს.

ოქრომელიძეების ფერმაში ამ ეტაპზე რამდენიმე ათასი მოლუსკია. ფერმის მეპატრონის ლალი ცუხიშვილის თქმით, ლოკოკინები კვერცხს წელიწადში ორჯერ დებენ, – თითო ლოკოკინა ერთ ჯერზე 30-50 კვერცხს. ლოკოკინებიკვერცხის დადებიდან ორ კვირაში იჩეკებიან და 7-8 თვეში უკვე მისი მირთმევაა შესაძლებელი.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინა ძალიან უყვართ და დიდი მოთხოვნაა. 1 კილოგრამი მოლუსკი 40 ლარი ღირს.

ვიდეომასალა „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაიღო.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]