weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

გურიის, სამეგრელოს და იმერეთის სოფლებში მავნებელმა თხილის ნაწილი გაანადგურა

10:26 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც თხილის უხარისხო მოსავალს ელოდებიან. მიზეზი გავრცელებული რამდენიმე სახეობის მავნებელი და დაავადებაა. მათ შორის არის ახალი მავნებელი - აზიური ფაროსანაც, რომელიც თხილის კულურასთან ერთად სხვა ნარგავებსაც ანადგურებს.

სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. თხილი სამეგრელოში შემოსავლის ძირითადი წყაროა.

„საშუალოდ 2 ტონამდე მოსავალს ვიღებდი. გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ 1200 კილოგრამს შეადგენდა, ხარისხიც დაბალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1 კილოგრამი თხილის ფასი გასულ წელს 7-9 ლარამდე მერყეობდა, დაბალი ხარისხის გამო რეალიზება მხოლოდ 2-დან 3-ლარამდე შევძელით. თითქმის 30% ახლაც გაფუჭებულია და თუ არ შეიწამლა, უფრო გაფუჭდება“, – ციტირებს ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ ერთ–ერთი ფერმერის ანზორ ოყუჯავას კომენტარს.

აზიურმა ფაროსანამ თხილის ნაწილი გაანადგურა გურიის და იმერეთის სოფლებშიც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას იყენებენ ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.

„შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობას 1.5 ჰექტარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 1.5 ჰა–დან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მონიტორინგის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. ღონისძიებების ჩატარებისთვის პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]