weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

17:17 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

გრიგოლეთიქობულეთის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს

„გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. აღნიშნული პროექტი, გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან–ჭოროხამდე, ჯამში 110 კმ-მდე ახალი გზა, საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]