„მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76.7 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184.1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ თანხებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი - 34% (103 724 ბოთლი), იაპონია - 30% (201 275 ბოთლი), პოლონეთი - 27% (3 026 652 ბოთლი) და ამერიკის შეერთებული შტატები - 3% (456 376 ბოთლი).
ექსპორტი გაიზარდა ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი - 477% (99 774 ბოთლი), ჩეხეთი - 69% (57 708 ბოთლი), ნიდერლანდები - 41% (72 249 ბოთლი), ლიეტუვა - 19% (439 980 ბოთლი), საფრანგეთი - 15% (113 885 ბოთლი), ესტონეთი - 11% (509 840 ბოთლი), ლატვია - 10% (1 612 234 ბოთლი), გერმანია - 9% (439 638 ბოთლი), კანადა - 7% (173 538 ბოთლი) და ა.შ.;
ექსპორტი გაზრდილია ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 102% (135 294 ბოთლი), ყირგიზეთი - 34% (179 610 ბოთლი), აზერბაიჯანი - 31% (146 256 ბოთლი), მონღოლეთი - 27% (214 398 ბოთლი), უკრაინა - 24% (9 525 172 ბოთლი), ყაზახეთი - 10% (3 396 452 ბოთლი), რუსეთი - 11% (48 587 707 ბოთლი), სამხრეთ კორეა - 275% (68 124 ბოთლი), სინგაპური 6700% - (40 800 ბოთლი) და სხვა.
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულშია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.
ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის 11 თვეში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს.