weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალი 7 მილიონ ლარს აღემატება

16:03 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ 30 ნოემბრის სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა დაითვალა და დღეის მდგომარეობით, ის 7 მილიონ ლარს აღემატება.

კომისიის მონაცემებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა.

„698 საცხოვრებელი სახლისთვის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად, დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი სრულდება. დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა და რომლითაც ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, მის რესტავრაციამდე ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, სტიქიამ განმუხურში მდებარე ამფითეატრიც დააზიანა. ექსპერტები ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]