საქსტატში შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას ასახელებენ. ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლასა და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას.
ამ პერიოდისთვის საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიდერლანდებიდან შემოვიდა – 49.7 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა კორეა – 40.2 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 33.1 მილიონი აშშ დოლარი.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა – 56.5 მილიონი აშშ დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი – 54.5 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი – 46.3 მილიონი აშშ დოლარით.