weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

Vali.ge – ვებგვერდი სადაც სესხების განულებაზე მოქალაქეთა მონაცემები აიტვირთება

15:33 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

ვებგვერდი, სადაც სესხების განულებასთან დაკავშირებით მოქალაქეების მონაცემები აიტვირთება, Vali.ge იქნება. ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება და როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამი ბანკის - „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლების მონაცემები აიტვირთება.

„მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ყოველდღე ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას დავამატებთ.

ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“.

ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ, რაც ჯამში, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ვალების განულება შეეხება პირებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა 2 000 ლარს არ აღემატება.

 

ამ თემაზე:

რა უნდა გააკეთოთ თუ Vali.ge-ზე თქვენს მონაცემებს ვერ იპოვით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]