weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2020 წლისთვის ყველა მაღალმთიან დასახლებას ინტერნეტი ექნება – პრემიერი

15:44 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

„2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობით და ინტერნეტით. ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია უკვე იწყება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა ისაუბრა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც 2019-2023 წლებს მოიცავს. მისი თქმით, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობების და კოოპერაციების განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების წარმოების მხარდაჭერა. ბახტაძის თქმით, სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად, გაგრძელდება გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები.

„გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა. გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისის მიწოდებისთვის.

იქ, სადაც ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით, მოხდება ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მომარაგება. 2019 წელს, ყველა უშუქო სოფელში დაახლოებით 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროებით.

2019 წელსვე დაიწყება წყალომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის, სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგიის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]