weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პურზე ფასის მკვეთრი მატება გამოსაძიებელია – ლევან დავითაშვილი

13:46 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

„პურზე ფასის მკვეთრი მატება გამოსაძიებელია - ეს არის ჩვენი პოზიცია. შესაბამისი ორგანოები ამით უკვე დაინტერესდნენ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობას მალე ექნება მკაფიო პასუხი, პურის ფასის მომატება გამოიწვია რაიმე ტიპის გადაცდომამ ან გარიგებამ, არაჯანსაღმა და თავისუფალმა საბაზრო მოქმედებამ, თუ მხოლოდ ობიექტური პირობებით არის ეს განპირობებული.

„ბოლო წლებია პურის ღირებულების სტაბილური ხაზი გვქონდა შენარჩუნებული. ჩვენ დავინახეთ პურზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა. ფასმა შეიძლება მოიმატოს რამდენიმე თეთრით, მაგრამ არა ერთბაშად 10-15 თეთრით.

გარკვეული ობიექტური წინაპირობები შეინიშნება, კერძოდ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ხორბლის მოსავალი გლობალურად მსოფლიო ბაზრებზე ნაკლები იყო. ძირითად საექსპორტო ქვეყნებს ჰქონდათ შემცირებული საექსპორტო მოცულობები, ეს ყველაფერი ხორბლის ფასზე აისახა. მაგრამ ხორბლის ფასი პროპორციულად როგორ მონაწილეობს პურში, ჩვენ ადეკვატური პროპორციულობის ზრდა ვერ დავინახეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]