weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 დასაქმებული იძულებით შვებულებაში გაუშვა

17:13 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ქარხნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოების შემცირების გამო მიიღეს.  

„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო გაცხადებული.

ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი“, – აცხადებენ მეტალურგიულ ქარხანაში.

მათივე განმარტებით, 15 ნოემბერს საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი უნდა დაწყებულიყო, რაც უხარისხო არმატურის იმპორტს შეაჩერებდა, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტროლის განხორციელება 15 იანვრამდე გადაიდო. ქარხანა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები უახლოეს მომავალში შევა ძალაში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას შპს „რუსთავის ფოლადი“ ამუშავებს. მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქარხანაში 1300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]