weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Vali.ge–ზე მსესხებლების ბაზას „ბაზისბანკის“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა

15:22 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Vali.ge მონაცემები განახლდა. დღეს ერთიან ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 223 მსესხებლის და 699 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ. როგორც სამინისტროში აცხადებენ ჯამური დავალიანების თანხა 3 159 583 175 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციიდან შესყიდული სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბაზისბანკი“, სს „ტერა ბანკი“.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა – მსესხებლის პირადი ნომრის, დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, თუ აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ფიქრობს, რომ სესხის პატიების პროგრამა ეხება, მაგრამ საკუთარი მონაცემები ვერ იპოვა, უნდა მიმართოს იმ ფინანსურ სუბიექტს, ვისი ფინანსური დავალიანებაც აქვს და ბაზაში მონაცემების ატვირთვა სთხოვოს.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]