weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

16:25 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით 2019 წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 9 დეპუტატმა მისცა. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 13 090.0 მლნ ლარით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 3 416.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა 4.5%-ია, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი – 3.5%, ინფალაცია კი 3%-ზეა გათვლილი.

„2019 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული ბიუჯეტი, არა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით - მიმდინარე ხარჯებისა და მიმდინარე შემოსავლების დაბალანსებით, არამედ, ზუსტად, ის პოლიტიკური განსხვავებები, ის პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ხედვები, რომელიც ბიუჯეტის განხილვისას მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურად არის შეწონილი ამ ბიუჯეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს“, – განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მაჭავარიანმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე წარადგინა, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო პროექტს კენჭი ვერ უყარეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]