weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Vali.ge–ზე კრედო ბანკის, ლენდოს და Sohocredit.ge-ის მონაცემები დაემატა

16:53 შაბათი, 15 დეკემბერი 2018

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – Vali.ge მონაცემები განახლდა. ერთიან ბაზას დღეს კიდევ სამი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) და შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge).

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე Vali.ge ატვირთულია ინფორმაცია 464 522 მსესხებლის, 843 908 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3 275 651 430 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 12 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

  • სს „საქართველოს ბანკი“
  • სს „თიბისი ბანკი“
  • სს „ლიბერთი ბანკი“
  • სს „სილქ როუდ ბანკი“
  • სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
  • სს „იშბანკი საქართველო“
  • სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“
  • სს „ბაზის ბანკი“
  • სს „ტერა ბანკი“
  • სს „კრედო ბანკი“
  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) 
  • შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge)

ვებგვერდზე Vali.ge საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: 1) მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; 2) დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; 3) უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ფიქრობს, რომ სესხის პატიების პროგრამა ეხება, მაგრამ საკუთარი მონაცემები აღნიშნულ სიაში ვერ იპოვა, უნდა მიმართოს იმ ფინანსურ სუბიექტს, ვისი ფინანსური დავალიანებაც აქვს და ბაზაში მონაცემების ატვირთვა სთხოვოს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]