weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ უჭირთ, მაგრამ ეს ასე არ არის – ეკონომიკის მინისტრი

12:05 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

„2012 წლიდან დღემდე სიღარიბე საქართველოში 30%-დან მიახლოებით 20%-მდე შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 2012-ში ყოველი მესამე ითვლებოდა ღარიბად, დღეს ეს არის ყოველი მეხუთე. ეს არის საკმაოდ დიდი შემცირება. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სიღარიბე 30%-ით დაეცა – იყო 30% და გახდა 20%, ანუ შემცირდა 1/3-ით“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ქობულიამ აღნიშნა, რომ სიღარიბის შემცირების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური ზრდა იყო, რამაც 2017 წელს 5% შეადგინა. მინისტრის ვარაუდით, 2018 წელსაც 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება, მთავრობის მიზანი კი ამ მონაცემის 7%-მდე გაზრდაა.

„ეკონომიკა სულ მოსახლეზე სტაბილურად იზრდება. ეს აისახება სიღარიბეზეც. ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვეს უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ჩვენთან ინფლაცია არის არაუმეტეს 2%-2.5%-ია. კი, რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაცა პროდუქტებზე ფასი დაეცა, მაგრამ ჩვენ რომ ვნახოთ სამომხმარებლო კალათა, პრაქტიკულად, 2%-მდე არის ინფლაცია. ამიტომ, დიახ, რაღაც წამლებზე ფასი გაიზარდა, ამაზე ჩვენ სუბსიდირებას ვაკეთებთ, როგორც იცით, მაგრამ პრინციპში, ჩვენ რომ ვნახოთ ფაქტები და არა რაღაც განსაზღვრული ნაწილის განცდა...

შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის.

ფაქტები უჩვენებს იმაზე, რომ ინფლაცია იყო 2%-2.5% და სამომხმარებლო კალათა იმდენად არ იზრდება ფასში, ამიტომ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ უარესად ვცხოვრობთ, ეს არ არის ესე“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]