weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% სიღარიბე უზარმაზარი მაჩვენებელია – მინისტრი

13:59 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

„ამას წინათ საუბარი იყო, უჭირს თუ არა ხალხს. რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს. 20% სიღარიბე უზარმაზარი მაჩვენებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის უდიდესი პრიორიტეტია“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„სიღარიბე არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. სიღარიბესთან ბრძოლა არის ჩვენი ამოცანა N1 ეს არის ის პარამეტრი, რომელსაც თვალს მუდმივად ვადევნებთ. თუ 2010 წელს სიღარიბე იყო 40%, ანუ პრაქტიკულად თითქმის ყოველი მეორე კაცი იყო ღარიბი, ეს პარამეტრი საკმაოდ ჩამოვარდა - 20%-მდე, ანუ ორჯერ. 2013 წელთან შედარებით ეს ჩამოვარდნილია 10 პროცენტული ელემენტით. ამავე დროს, ეს პარამეტრი რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე - ეს არის 20%“, – თქვა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად დავარდა.

გიორგი ქობალია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

 

ამ თემაზე:

შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ უჭირთ, მაგრამ ეს ასე არ არის – ეკონომიკის მინისტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]