weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უნდა ავაშენოთ „ნამახვანი“... „ხუდონსაც“ ავაშენებთ – გიორგი ქობულია

14:57 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დიდი ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე ისაუბრა. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკას ელექტროენერგიის საკუთარი წყარო სჭირდება იმისთვის, რომ მომავალში მისი დეფიციტი არ შეიქმნას.

„ჩვენ თუ არ ავაშენეთ ჩვენი გენერაცია და არ შევქმენით ჩვენი გენერაცია, გვექნება დიდი დეფიციტი ელექტროენერგიის, რომელიც უნდა მოვიტანოთ საიდანღაც. ამ ელექტროენერგიის უცხოეთიდან იმპორტი რომც მოვინდომოთ, ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ გინდა-არ გინდა უნდა ავაშენოთ ეს გენერაცია, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იქონიოს თავისი ელექტროენერგიის წყარო.

ჩვენ ვაშენებთ „შუახევს“, უნდა ავაშენოთ ნამახვანი“, რომელიც ექსპლუატაციაში 2022 წელს შევა... „ნენსკრასაც“ ვაშენებთ, ვსწავლობთ; „ენგურს“ ვაშენებთ - დამატებით „ონი 2“. „ხუდონსაც“ ავაშენებთ და „ცხენისწყალსაც“, – განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, ამ დიდი ჰიდროელექტოსადგურების გარდა, ეკონომიკის სამინისტროს მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმაც აქვს შემუშავებული.

გიორგი ქობულიამ თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე, ასევე ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ქართან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი ოცნება ან ნატვრა. ეს არის ის, რაზეც ინვესტორებს ხელი აქვთ მოწერილი. ეს მშენებლობა ქარში იწყება და დაიწყება. 2020 წლიდან ჩვენ ვიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. რაც შეეხება მზეს, მის პოტენციალს ვსწავლობთ. ვინმეს გაუკვირდება, მაგრამ ენერგეტიკაში საქართველო უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]