weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გვყავს დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ – ქობულია

15:48 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

„3.7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენია 15 წლამდე ბავშვები, საპენსიო ასაკის ხალხი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე.

„ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია „სამუშაო ძალის გარეთ“. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ „მუშაობა არ გვინდა“.

მაგრამ აქ არის კიდევ სხვადასხვა კატეგორია ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ „საერთოდ მუშაობა არ გვინდა“. აი, ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, ნაწილობრივ მაინც, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, საქართველოში 881 ათასი ადამიანი თვითდასაქმებულია.

„ჩვენთან 842 ათასი კაცი მუშაობს, მაგრამ 881 ათასი ადამიანი, გარდა უმუშევარი 276 ათასისა, არის თვითდასაქმებული. ახლა ეს რას ნიშნავს - რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი. ტაქსის მძღოლები, ხელოსნები და ა.შ. არიან თვითდასაქმებულები, მაგრამ თუ ღრმა ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ამ 881 ათასი ადამიანიდან დაახლოებით 700 ათასი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ანუ ეს არის ის ხალხი, რომელსაც აქვს მიწა... ნატურალურ მეურნეობაში თვითდასაქმებულები, რომლებსაც ჩვენ ვეძახით არაოფიციალურად უმუშევრებს. სიღარიბე ყველაზე მეტად რეგიონებშია. ეს ხალხი უნდა ჩავრთოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]