weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაზის სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება – სანიკიძე

12:36 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა გივი სანიკიძემ განაცხადა.

დღეს კომისია შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის შესახებ მსჯელობს. გივი სანიკიძის განმარტებით, ახალი ტარიფი 2019 წლის პირველი იანვრიდან 31დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. ცვლილება მილიონამდე აბონენტს შეეხება.

„სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. კომპანიებს აქვთ პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდათ ყველა დანახარჯის ტარიფში ასახვა, რასაც, ბუნებრივია, კომისიის აპარატი არ ეთანხმება. მიწოდების ტარიფში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გავლენას ახდენს, ასევე გასათვალისწინებელია სხვა კომპონენტების ცვლილება იმ დანახარჯების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია კომპანიის მხრიდან, რასაც დაეთანხმა აპარატი. ეს არის ინვესტიციები საოპერაციო დანახარჯები“, – აღნიშნა გივი სანიკიძემ ჟურნალისტებთან.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომის პარალელურად აქციას მართავს „ლეიბორისტული პარტია“ და ბუნებრივი აირის ტარიფს აპროტესტებს. პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, სემეკ-ი წინასაახალწლოდ გაზის ტარიფის მომატებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]