weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა

08:34 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭომ გენერალურ დირექტორად დაამტკიცა. აქამდე ამ თანამდებობას ქეთევან ალექსიძე იკავებდა.

გიორგი ჩოგოვაძე 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩოგოვაძეს აქვს სამოქალაქო ავიაციის სექტორში საქმიანობის გამოცდილება: 1998 – 2004 წლებში მას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა საქართველოს ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებში.

სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ახალი ხელმძღვანელის შერჩევა კონკურსის შედეგად მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]