weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზაფხულში თბილისი–ბათუმის მატარებლით მგზავრობა გაძვირდება

16:13 პარასკევი, 23 ივნისი 2017

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზაფხულის სეზონზე თბილისი–ბათუმის მატარებლით მგზავრობის ღირებულება გაძვირდება. კერძოდ, კომპანია განიხილავს ბიზნეს (VIP) და პირველი კლასის ბილეთების ღირებულების გაზრდას.

ამ დროისთვის ბიზნეს კლასის არასეზონური ფასი 35 ლარია, ხოლო სეზონზე ბილეთი - 55 ლარი ღირს. პირველი კლასის არასეზონური ფასი 25 ლარია, ხოლო ზაფხულის სეზონზე - 45 ლარი.

„ბიზნეს და პირველი კლასი არის მაღალფასიანი საფასო სეგმენტი და აქ განვიხილავთ ბილეთის ფასის კორექტირების საკითხს. საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანა არის დოტაციური. დამატებითი თანხების მობილიზება გვიწევს, რომ  სამგზავრო შევინახოთ. იმ სეგმენტისთვის, რომელსაც უფრო კომფორტულად მგზავრობა და დამატებითი სერვისებით სარგებლობა უნდა, მიგვაჩნია, რომ დოტაცია არ არის საჭირო. ბიზნეს და პირველ კლასზე დიდი მოთხოვნაა. ეს არის უმაღლესი კლასის სივრცე. დაემატება ისეთი სერვისები, როგორიცაა პლანშეტები, ყავის მომსახურება და სხვა. დამატებითი სერვისები კი დამატებით ხარჯს მოითხოვს“, - ამბობს დაჩი ცაგურია.

მისივე თქმით, შესაძლოა ბიზნეს და პირველ კლასზე არასეზონური ფასებიც  დაკორექტირდეს. „საქართველოს რკინიგზაში“ არ აკონკრეტებენ თუ რამდენი ლარით გაძვირდება მგზავრობის ღირებულება. მათი განცხადებით, არ შეიცვლება მეორე კლასის ბილეთის ფასი, რომელიც ზაფხულის სეზონზე 24 ლარია, წლის დანარჩენ პერიოდში კი - 18.

2016 წლის ზაფხულის სეზონიდან თბილისიდან ბათუმამდე მგზავრები შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიან ელექტრომატარებელს გადაჰყავს. ბიზნეს კლასში 9 ადგილია, პირველ კლასში 40 ადგილი, ხოლო მეორე კლასში 350 ადგილი. მატარებელი ბათუმამდე 5 საათში ჩადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]