სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ათეულშია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, პოლონეთი, ლატვია, ბელარუსი, ესტონეთი, ლიეტუვა და გერმანია.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 37% (211 883 ბოთლი), პოლონეთი – 31% (3 508 122 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 33% (105 608 ბოთლი) და აშშ – 2% (466 056 ბოთლი); ევროპის მიმართულებით: შვეიცარია – 378% (25 350 ბოთლი), დანია – 111% (17 834 ბოთლი), რუმინეთი – 100% (99 774 ბოთლი), ჩეხეთი – 81% (61 908 ბოთლი), იტალია – 69% (17 244 ბოთლი), ბულგარეთი – 60% (26 790 ბოთლი), ნიდერლანდები – 38% (82 641 ბოთლი), გერმანია – 20% (483 791 ბოთლი), ლიეტუვა – 17% (488 154 ბოთლი), საფრანგეთი –14% (113 885 ბოთლი), ლატვია – 14% (1 711 078 ბოთლი), ესტონეთი – 11% (581 190 ბოთლი) და ა.შ.; ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: სამხრეთ კორეა – 275% (68 124 ბოთლი), თურქმენეთი – 196% (197 694 ბოთლი), ყირგიზეთი – 63% (218 550 ბოთლი), აზერბაიჯანი –40% (197 724 ბოთლი), მონღოლეთი – 27% (214 398 ბოთლი), უკრაინა – 26% (10 687 835 ბოთლი), რუსეთი – 12% (53 682 627 ბოთლი), ყაზახეთი –8% (3 599 143 ბოთლი) და სხვა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2018 წელს ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა. მათი რიცხვი 2017 წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.