weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინკა ბანკმა 2018 წლის ფულადი გზავნილების კამპანიის გამარჯვებულები გამოავლინა

15:33 პარასკევი, 11 იანვარი 2019

ფინკა ბანკმა გამოავლინა ის 20 მომხმარებელი, რომლებმაც 2018 წელს ფულადი გზავნილების კამპანიის განმავლობაში, ყველაზე მეტჯერ მიიღეს და გააგზავნეს საერთაშორისო ფულადი გზავნილი ფინკა ბანკის ფილიალებიდან. ერთგულებისთვის ფინკა ბანკმა მათ 500 ლარიანი დეპოზიტი გადასცა.

კამპანიის გამარჯვებულების სახელები და გვარები ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა მომხმარებელს, რომელიც ჩაერთო ჩვენს კამპანიაში. მოხარულები ვართ, რომ გამოვავლინეთ 20 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომლებმაც შექმნეს თავიანთი გზავნილების ისტორია ფინკა ბანკში, მათ ერთგულებისთვის 500 ლარიანი დეპოზიტები გადაეცემათ. აქვე აღვნიშნავ, რომ ფულადი გზავნილების ახალი კამპანია მალე დაიწყება, ასე რომ, ადევნეთ თვალი ჩვენს სიახლეებს“, – ამბობს თამარ სოფრომაძე, ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების კამპანია 2018 წლის 5 აპრილის დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. აქციის განმავლობაში მესამე და მეექვსე გზავნილზე 10 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ბრენდირებული საჩუქარი მიიღო. ფინკა ბანკის საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურად 20 ყველაზე აქტიური მომხმარებელი შეირჩა, რომლებმაც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღეს და გააგზავნეს საერთაშორისო ფულადი გზავნილი ფინკა ბანკის ფილიალებიდან.

[R] ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]