weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა – ფინანსთა სამინისტრო

11:12 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრობლემური სესხების განულების საიტზე vali.ge უკვე ატვირთულია მონაცემები 609 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 1 360 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ხოლო ჯამური დავალიანების თანხა 4 027 099 783 ლარს შეადგენს.

მინისტრის მოადგილის თქმით, პრობლემური სესხების უდიდესი ნაწილი ფონდმა „ქართუმ“ გამოისყიდა, პროექტში კი დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო.

„1-ლი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პროექტში მონაწილეობის სურვილი 14-მა არასაბანკო დაწესებულებამ გამოთქვა. მათგან 12 საფინანსო დაწესებულების მონაცემები უკვე ასახულია ვებგვერდზე. ასევე, შეთანხმება მიღწეულია 2 ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე და მათი მონაცემებიც უახლოეს პერიოდში განთავსდება საიტზე. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის სესხი, რომლის რეალიზაციის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვეს საბანკო და არასაბანკო დაწესებულებებმა, იქნა გამოსყიდული და ჩამოწერილი მსესხებლებზე. ამით აღნიშნული პროექტი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სესხების პატიების პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 19 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა. როგორც ბახტაძემ დააანონსა, ვალები ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერებოდა. ეს პროცესი 15 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ეს ინიციატივა ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად შეაფასეს და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]