weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოუყო

16:29 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმოურიცხა, რაც ადასტურებს 2017 და 2018 წლებში მთავრობის წინსვლას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ყველა რეფორმის მიზანი წინასწარ არის შეთანხმებული და მათი მიღწევის შეფასება დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე ხდება. ევროკავშირის გადარიცხვები გრანტებია და მთავრობის მიერ არ უნდა ანაზღაურდეს.

„ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას, მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოაქლაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]