weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოციალურად დაუცველებს მუშაობის შემთხვევაში შემწეობა 1 წელი აღარ გაუუქმდებათ

16:23 პარასკევი, 18 იანვარი 2019

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ, იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება, არ გაუუქმდებათ ხოლო მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვეხმარება სიღარიბესთან ბრძოლაში. მე მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას, რომ აქტიურად ისარგებლონ ამ შეღავათით. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას. ამასთან ერთად, დღესვე გამოდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბავშვებზე, რომლებიც ამ ოჯახებში იზრდებიან, ჩვენ ხუთჯერ გავზრდით ფინანსურ დახმარებას 10 ლარიდან 50 ლარამდე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]