weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭა

21:45 პარასკევი, 18 იანვარი 2019
ფოტო: მოლაშქრეთა კლუბი „მწვანე ზებრა“ ფოტო: მოლაშქრეთა კლუბი „მწვანე ზებრა“

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიაში ბახმაროს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წელს ბახმაროში ელექტრომომარაგების პროექტიც დასრულდება და 2400 ოჯახს მუდმივი ელექტროენერგია ექნება.

„მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე.

ბახმაროს მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს. უკვე შემუშავებულია სივრცითი განვითარების გეგმა და ვმუშაობთ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები.

შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომარაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა. წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე დამსვენებლებს“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ბახმარო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კურორტია. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1926 - 2050 მეტრის სიმაღლეზე. გეგმის თანახმად, ბახმარომ ზამთრის სეზონზე დღეში 8 000-მდე, ხოლო ზაფხულში 15 ათასამდე დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]