weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარაშიც განხორციელდება

00:20 შაბათი, 19 იანვარი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლებშიც განხორციელდება და ამ მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„საქართველოს რეგიონებში 3 დღეა რაც დაიწყო სოფლის კრებები. უკვე 120-ზე მეტი კრება ჩატარდა და მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 20 მილიონი ლარი გამოიყო, რაც სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის რამდენიმე სოფელში გადაწყდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამეგრელოს ერთ სოფელში წყლის სისტემები გაიმართება, ქარელის სოფელ ფცაში კი, სადაც მეც ვესწრებოდი სოფლის კრებას, მოსახლეობამ გარე განათების დამონტაჟება გადაწყვიტა. მართალია, პროექტები შედარებით მცირებიუჯეტიანია, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ თანადაფინანსების უფლება“ - აღნიშნა მინისტრმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]