weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართულმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები მოიპოვეს

16:56 ორშაბათი, 26 ივნისი 2017

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში - GALICJA VITIS 2017 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისმეღვინეობა შილდა“- ღვინოებმა - „ქისი 2015“ (თეთრი მშრალიდამუკუზანი 2015“ (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.

კონკურსის ჟიურში 6 ქვეყნის 25 პროფესიონალი იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 434 ღვინო შეაფასეს. წელს პირველად ჟიურიში საქართველოც მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი GALICJA VITIS პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება. მას წელს პირველად დაემატა კატეგორია „ქვევრის ღვინო“.

კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდია. 2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა GALICJA VITIS-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ქალაქ ქალაქ იასლოს ღვინის აკადემიის სკოლაში შეისწავლიან.

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]