weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა გაიხსნა

17:04 შაბათი, 19 იანვარი 2019

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. მისი სიგრძე 7 კილომეტრზე მეტია და საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მის გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ტურისტული მიზნების გარდა, ახალი საბაგირო გზა დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს და ამ მონაკვეთზე ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებს, რაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ყაზბეგის რეგიონში ხშირია.

„ეს არის ყველაზე გრძელი საბაგირო, რაც საქართველოში გვაქვს. საბაგიროს ამუშავების შემდეგ შესაძლებელი იქნება კობში სასტუმროების ბიზნესის განვითარება. გუდაურში ბევრად უფრო დიდია სათხილამურო ტრასების პოტენციალი, ვიდრე სასტუმროებში ადგილების რაოდენობა. ამ საბაგიროს ამოქმედების შედეგად კობში შესაძლებელი იქნება ახალი სასტუმროების აშენება, სამუშაო ადგილების შექმნა და გუდაურში მომავალი ტურისტიც კობში დაისვენებს.

ჩვენ წელსვე ვგეგმავთ თრუსოს ხეობის რეაბილიტაციის დაწყებას. თრუსო გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გახდება როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მას შემდეგ, რაც განვითარდება თრუსოს ხეობა, რომელიც ასევე კობს უკავშირდება, გვვესმის თუ რაოდენ საინტერესო გახდება კობი და კობში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ ნამდვილად ბევრად უფრო კარგად იცხოვრონ, დასაქმდნენ, იყვნენ ბიზნესის დამფუძნებლები. ჩვენთვის ესეთი ტიპის პროექტები, პირველ რიგში, რეგიონების განვითარებაში შეტანილ წვლილს ნიშნავს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გუდაური-კობის საბაგიროს დაახლოებით 81 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ქართულმა და ფრანგულმა კომპანიებმა („ფერი“ და „პომა“) განახორციელეს. საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა, აშენდა 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]