weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახლებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია, Airbnb საიტიდან წაშლის

01:19 კვირა, 20 იანვარი 2019

ბინების გაქირავების ონლაინ პლატფორმა Airbnb ვებგვერდიდან წაშლის ინფორმაციას იმ საცხოვრებლების შესახებ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარეობენ.

„ჩვენ, როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს 191 ქვეყანაში და 81 000 ქალაქში მოქმედებს, უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენს გავლენას და ვმოქმედებდეთ პასუხისმგებლობით. შესაბამისად, შევიმუშავეთ ჩარჩო, როგორ უნდა შევაფასოთ შეთავაზებები სადავო ტერიტორიებზე განთავსებული ბინების შესახებ. მათ შორის არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც მიიჩნევიან ოკუპირებულად, სადაც სახლები (რაც ჩვენი ბიზნესის საფუძველია) მიმდინარე დავის საგანია“, – ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე 17 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Airbnb-ს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარდა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე მდებარე სახლებსაც შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]