weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის საფუძველი არ არსებობს – კომუნიკაციების კომისია

15:30 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს.

როგორც კომისიაში განაცხადეს, „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე ამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

„კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

„ჯეოსელის“ და „მაგთის“ აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ. გარდა ამისა, მობილური ნომრის მომსახურების საფასური დაწესდება, რაც „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის თვეში 20 თეთრი იქნება, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე 1 ლარი.

კომპანია „სილქნეტის“ ცნობით, რომელმაც „ჯეოსელი“ გასულ წელს შეისყიდა, ტარიფი 1-ლი მარტიდან გაიზრდება. „ახალი პაკეტი მეტი S“ 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, „ახალი პაკეტი მეტი M“ 5 ლარით გაძვირდება და 15 ლარი გახდება, „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი ეღირება.

რაც შეეხება „მაგთის“ აბონენტებს, „მაგთიკომის“ ინფორმაციით, 18 თებერვლიდან პაკეტი „მარტივი 25“ გაუქმდება და ისინი 30 ლარად პაკეტ „მარტივის“ შეძენას შეძლებენ. ამ პაკეტის ფარგლებში მომხმარებლები 1 000 მბ-ის ნაცვლად 1 500 მბ ინტერნეტს მიიღებენ.

როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]